ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ.
კატეგორია: შემთხვევა
თემქაზე, მეტროსთან ახლოს, მანქანა აფეთქდა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები. „დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – […]
თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე სახლის აივანი ჩამოინგრა – გარდაცვლილია 74 წლის ქალი
უბედური შემთხვევა თბილისში – ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას სჭირდება რეაბილიტაცია, სახელმწიფო კი ყურადღებას არ აქცევს. დავინაეთ, რომ გადმოვარდა აივანი და ეს ქალი გადმოყვა აივანს და დაიცალა ჩვენს […]
შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია
ხანძარი თბილისში – დამწვარია ავტომობილები და ტექნიკა
GWP-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა
უკრაინელი მამა-შვილი თბილისში ავარიაში მოყვა
თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – დაშავებულია მამა-შვილი. კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. სასწრრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უკრაინის მოქალაქეები უკვე გადაიყვანა კლინიკაში . შემთხვევა ისნის მეტროსთან ცოტახნის წინ მოხდა. მძღოლმა სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და ველოსიპედს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მფლობელი ახლა გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
ჩოხატაურში მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა. ინფორმაციას „გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დაბლაციხეში ლევან ცინცაბაძე ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. „კერხელიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც „ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო. დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე […]