უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა. ინფორმაციას „გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დაბლაციხეში ლევან ცინცაბაძე ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. „კერხელიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც „ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო. დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე […]
კატეგორია: შემთხვევა
ავარია გორში – დაშავებულია ქვეითად მოსიარულე მამაკაცი
ხანძარი გორის დევნილთა დასახლებაში – გარდაიცვალა ერთი ადამიანი
გორის დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან მყოფი შვილიშვილის გადარჩენა კი მეზობლებმა შეძლეს. “88 წლამდე კაცი გარდაიცვალა, შვილიშვილიც იყო და გადაარჩინეს, კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად მოხდა ხანძარი” – ამბობს ადგილობრივი. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
რუსთავში 62 წლის მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა
ქობულეთში ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო
6 წლის ბავში კორპუსის პირველი სართულიდან გადავარდა
ვარკეთილში, გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულიდან 6 წლის ბავშვი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი კონტაქტური იყო და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზიანებები არ შეუნიშნავთ, თუმცა, არასრულწლოვანი შეშინებული იყო. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აქვს, ამაზე კლინიკა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
თბილისის ზღვაზე მაშველები ირანელი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობენ
მარნეულში, მდინარე დებედაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
მარნეულში 17 წლის ახალგაზრდა მდინარე დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის სოფელ აღმამედლოში მოხდა. ელმან გამბაროვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ადგილზე მყოფები წყალში შევიდნენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის გამოც მდინარეს გარკვეულ ადგილებში სიღრმეები აქვს და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ჩავარდა ახალგაზრდა.






