დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდადიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

„დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.