მარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. 55 წლამდე კაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ სანამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მოვიდოდა, კაცი გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, შუახნის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
კატეგორია: შემთხვევა
ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ტრაგედია ქარელში – 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სოფელ საციხურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს რწმუნებული. როგორც ამბობენ, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში […]
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა…“ – ავარია კახეთში
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა. ავტომობილში მყოფი ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს, ამ წუთებში კატასტროფის სამედიცინო ცენტრის დახმარებით, შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. […]
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევისას, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები
გორის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე მოხდა, ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში ეკსკორაციები და დაჟეჟილობა აღენიშნებათ, სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. […]
მოტოციკლის მძღოლი ავტობანზე გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა და გარდაიცვალა
რუსთაველზე ხანძარი იყო
გუდაურში სამაშველო ვეტმფრენი აფეთქდა, არის მსხვერპლი
უბედური შემთხვევა გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. ცნობილი ხდება, ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი. ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ტურისტი გარდაიცვალა და მაშველები სწორედ მის ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა. დეტალებს არკვევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების […]
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებულები მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ, თუმცა, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ძნელად მისადგომია, რაც დაშავებულების გამოყვანის პროცესს აჭიანურებს. მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა.
ხაშური-სურამის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა
ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ერთმანეთს 2 ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.







