რუსთავში 23 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, სადაც საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია. გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა ორსულად იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას […]
კატეგორია: შემთხვევა
გორში ფეხბურთის მატჩზე 40 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა” და თბილისის ,,ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა ,,გორმედის” ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ,,40 წლის ქალი გულის გაჩერებით შეიყვანეს კლინიკაში, 40 წუთის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა რეანიმაციული […]
ავტობანზე მანქანა დაიწვა – ქართველ მძღოლს ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო გადაკეტილი იყო მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მანქანაში მსხდომმა ყველა ადამიანმა დროულად მოასწრო გადმოსვლა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და მას ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა. მოგვიანებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა. იპნ
ჭრებალოში სახლი დაიწვა – მეპატრონეს მთავრობა 10.000 ლარს გადაუხდის
ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუხარი სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჭრებალოში დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 10.000 ლარით დაეხმარება. მანამდე კი ამბროლაურის მერიამ ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა. იპნ
ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს – ვიდეო
ომალოში ირანელი ტურისტი დაშავდა. მაშველებმა მისი დახმარება შეძლეს. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში მოხდა. 30 წლის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს. “ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, […]
აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაშავდა
დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებული, რომელსაც დაზიანება ხელის არეში ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იპნ
წერეთელზე ბინა დაიწვა
თბილისში, წერეთელზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა ბინა. შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა 40 კვ. მ. ფართობი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. რუსთავი 2
რუსთავში ლიფტი ჩავარდა – მასში 4 ადამიანი იყო – ვიდეო
რუსთავში, XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი 2 სართულით დაბლა ჩავრდა და გაიჭედა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 9 სართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან 4 ადამიანი პირველ სართულზე ჩადიოდა როდესაც ლიფტი დაბლა ჩავარდა და მე-7 სართულზე გაიჭედა. ადგილობრივებმა ლიფტის კარი გააღეს და 4 ადამიანი ამოიყვანეს.
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა
ავთო ცხვედიანმა ერთი ძაღლი გადაარჩინა და მეორის საშველად რომ შევიდა ზღვაში, დაიხრჩო
ქობულეთში, საკუთარი ძაღლის გადარჩენის დროს, 51 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მდინარე კინტრიშსა და ზღვის შესართავთან მოხდა. გარდაცვლილი ავთანდილ ცხვედიანია და როგორც მისმა მეგობარმა პაატა ქუთელიამ ამბებს განუცხადა, ცხვედიანმა ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა. მეგობრის თქმით, ავთანდილ ცხედიანს შვილები არ ჰყავდა და ძაღლებზე ზრუნვით იყო დაკავებული. “ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა… […]










