23 წლის ქალი, რომელიც რუსთავში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, ორსულად იყო

23 წლის ქალი, რომელიც რუსთავში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, ორსულად იყორუსთავში 23 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, სადაც საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია.

გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა ორსულად იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.