კატეგორია: შემთხვევა

ავარია თუშეთში – ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში – ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვემო ალვანის მცხოვრებლები თუშეთში დღესასწაულის აღსანიშნად მიდიოდნენ, თუმცა, “კამაზის” ტიპის ავტომობილი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე. “ქრონიკის” ინფორმციით, 23-ე კილომეტრზე კამაზის ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე უკვე მიდიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების […]

რუსთავში ჰონდა აუდის დაეჯახა – დაშავდა 35 წლის ქალი

რუსთავში ჰონდა აუდის დაეჯახა - დაშავდა 35 წლის ქალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. ერთმანეთს ჰონდას და აუდის მარკის ავტომობილები დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 35 წლის ქალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო. ინფორუსთავი

ხულოში ბაბუა და შვილიშვილი ავარიაში დაიღუპნენ – უაზი ხევში გადავარდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დღეს, 25 ივლისს, ხულოში ავარიის შედეგად დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი, მეშვიდეკლასელი გოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ „უაზის“ ტიპის მანქანით. მანქანა გზიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან. დაღუპულები ღორჯომის თემიდან არიან. ავარია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. შს სამინისტროს […]

სვანეთში ჩინელი გოგონა მანქანიანად ხევში გადავარდა და დაიღუპა

სვანეთში ჩინელი გოგონა მანქანიანად ხევში გადავარდა და დაიღუპა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაღუპული 1996 წელს დაბადებული გოგონაა, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, ტურისტი თავად მართავდა მანქანას, როდესაც ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხევა გვიან ღამით მოხდა. მაშველებმა ცხედარი ხევიდან ღამითვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე […]

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ალოდებიან სასწრაფო დახმარებასა და საპატრულო პოლიციას. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. ამ დროისთის საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა

გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა

ავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნიუპოსტი

გორში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი სატვირთოდან გადავარდა

გორში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი სატვირთოდან გადავარდა

ცოტა ხნის წინ გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. მორიგე ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „შემოყვანილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. ჩვენი ინფორმაციით, იგი სატვირთო ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა, რა დროსაც სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი […]

ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 – დაშავდა. დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ერთი ჩვენთან მოსვლის მომენტში გარდაცვლილი იყო. 10-ს აქვს გარკვეული დაზიანებები, ორი, სავარაუდოდ, იგზავნება ბათუმში შემდეგი კვლევისთვის, რვას არ აქვს ისეთი დაზიანებები, უახლოეს პერიოდში გაეწერებიან სახლში,“ – განაცხადა ექიმმა. ხულოს მერი განცხადებით, მიკროავრობუსში თორმეტამდე […]

მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს

მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს

მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. ამ დროისთვის შეფერხება აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.