ხულოში ბაბუა და შვილიშვილი ავარიაში დაიღუპნენ – უაზი ხევში გადავარდა

ხულოში ბაბუა და შვილიშვილი ავარიაში დაიღუპნენ - უაზი ხევში გადავარდადღეს, 25 ივლისს, ხულოში ავარიის შედეგად დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი, მეშვიდეკლასელი გოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ „უაზის“ ტიპის მანქანით.

მანქანა გზიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან.

დაღუპულები ღორჯომის თემიდან არიან. ავარია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.