სვანეთში ჩინელი გოგონა მანქანიანად ხევში გადავარდა და დაიღუპა

სვანეთში ჩინელი გოგონა მანქანიანად ხევში გადავარდა და დაიღუპაჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაღუპული 1996 წელს დაბადებული გოგონაა, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, ტურისტი თავად მართავდა მანქანას, როდესაც ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხევა გვიან ღამით მოხდა. მაშველებმა ცხედარი ხევიდან ღამითვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩინელი ტურისტი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობით იყო დაკავებული.