ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხულოში მიკროავტობუსი ამოყირავდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდახულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 – დაშავდა.

დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ერთი ჩვენთან მოსვლის მომენტში გარდაცვლილი იყო. 10-ს აქვს გარკვეული დაზიანებები, ორი, სავარაუდოდ, იგზავნება ბათუმში შემდეგი კვლევისთვის, რვას არ აქვს ისეთი დაზიანებები, უახლოეს პერიოდში გაეწერებიან სახლში,“ – განაცხადა ექიმმა.

ხულოს მერი განცხადებით, მიკროავრობუსში თორმეტამდე მგზავრი იყო, მისივე თქმით, მსუბუქი დაზიანებები შვიდმა ადამიანმა მიიღო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტისმოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.