ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. „რუსთავი 2-ისთვის“ როგორც ცნობილი ხდება, ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარი „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების […]
კატეგორია: შემთხვევა
ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
ურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, მოხდა. მათივე ინფორმაციით, 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა, რომ მისი მეუღლე გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ზღვაში ბანაობდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მაშველებმა გამორიყული ოპოვეს.
ბათუმთან ტრაილერი მანქანას დაეჯახა და ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი დაიღუპა. მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ტრაილერი გზიდან გადავარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ქუთაისში მანქანამ 51 წლის ბიზნესმენი გაიტანა – ვიდეო
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბიზნესმენი გოდერძი მამრიკიშვილი. 51 წლის კაცი, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა იმსვერპლა. „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ ვიდე-კადრებში ჩანს, რომ მსუბუქმა ავტომობილმა არასწორი მანევრი გააკეთა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შედეგად აღნიშნული ავტომობილის მძღოლი მიმალული იყო, თუმცა მალევე ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. პრაიმ ტაიმი
“ქარვასლაში” ბომბს ეძებენ – შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისში, სავაჭრო და ბიზნესცენტრ “ქარვასლა”-დან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც “ნიუპოსტს” ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, რომ 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ შენობა დანაღმულია. “ნიუპოსტი” მეტი დეტალის გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
“ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვს კარში გასაღები ჩაუტყდა და ვეღარ აღებდა” – გორში მეხანძრე მაშველებმა 16 წლის გოგონა გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა გორში, 16 წლის გოგო გადაარჩინეს. გორში მშვიდობის ქუჩაზე პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროს ბინაში 16 წლის გოგონა იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გოგონას კარში გასაღები ჩაუტყდა. ,,დაახლოებით, ნახევარი საათი ვეწვალებოდით, რომ გამოგვეყვანა. გასაღები ჩაუტყდა ბავშვს და ვეღარ აღებდა. მერე დედამისიც მოვიდა. გარედანაც ვეწვალებოდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. რკინის კარს რას უზამ? სამაშველო რომ მოვიდა, კორპუსის უკანა […]
ბაქო-თბილისის მატარებელში ხანძარი გაჩნდა
მატარებელი, რომელიც რეისს ბაქო-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, გაჯიგაბულსა და ქიურდამირის გზის მონაკვეთზე ავარიაში მოჰყვა. Oxu.az-ის ინფორმაციით, მატარებელს ელექტროგადამცემი ხაზები დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ცნობილია, რომ ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. ამ წუთებში მათ ვაგანებიდან გასვლაში ეხმარებიან. პირველი
საშინელი ავარია რუისთან – დაიწვა მერსედესი – 3 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. „მერსედესის“მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 3 მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანს სხეულის […]
მცხეთაში ქვიშით სავსე სატვირთო ამობრუნდა
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული, გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე […]
ბიძა და მისი 3 ძმისშვილი ტრაქტორით გადაბრუნდნენ – ავარია ოზურგეთში
“გურიის მოამბის”ინფორმაციით, გუშინ ოზურგეთში ავარია მოხდა. სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა. მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის […]









