“ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვს კარში გასაღები ჩაუტყდა და ვეღარ აღებდა” – გორში მეხანძრე მაშველებმა 16 წლის გოგონა გადაარჩინეს

"ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვს კარში გასაღები ჩაუტყდა და ვეღარ აღებდა" - გორში მეხანძრე მაშველებმა 16 წლის გოგონა გადაარჩინესმეხანძრე-მაშველებმა გორში, 16 წლის გოგო გადაარჩინეს.

გორში მშვიდობის ქუჩაზე პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროს ბინაში 16 წლის გოგონა იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გოგონას კარში გასაღები ჩაუტყდა.

,,დაახლოებით, ნახევარი საათი ვეწვალებოდით, რომ გამოგვეყვანა. გასაღები ჩაუტყდა ბავშვს და ვეღარ აღებდა. მერე დედამისიც მოვიდა. გარედანაც ვეწვალებოდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. რკინის კარს რას უზამ? სამაშველო რომ მოვიდა, კორპუსის უკანა მხრიდან აივანზე ავიდნენ და იქიდან ჩამოიყვანეს ბავშვი.
დაკვამლიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს” – გვითხრეს მეზობლებმა.

"ცეცხლი რომ გაჩნდა, ბავშვს კარში გასაღები ჩაუტყდა და ვეღარ აღებდა" - გორში მეხანძრე მაშველებმა 16 წლის გოგონა გადაარჩინეს“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გორში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ის ადგილზე შეამოწმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 2 სახანძრო და 1 სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას აქნ განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით” – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართლი