კატეგორია: შემთხვევა

რუსთავში გიურზამ მამაკაცი დაკბინა

რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ინფორუსთავი” ავრცელებს. მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული. როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების […]

მახათას მთაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 1 პირი

მახათას მთაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 1 პირი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საგარეჯოში საზამთროთი სავსე სატვირთო ოპელს დაეჯახა და ამოტრიალდა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს “ოპელი”-ს მარკის ავტომობილი და “ფორდი”-ს მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელიც საზამთროთი იყო დატვირთული, ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორუსთავი

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში აგრძელებს მკურნალობას. […]

ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე – დაშავებული გოგონა თბილისში გადმოიყვანეს

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, მისი ძმა კი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მეორე მცირეწლოვნის თბილისში ტრანსპორტირება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზაალ მიქელაძის თქმით, ამ […]

რუსთავში 3 წლის ბიჭი პირველი სართულის ფანჯრიდან გადავარდა

რუსთავში მე-20 მიკრორაიონში 3 წლის ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან გადავარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა სიციცხლესთან შეუსაბამო არ არის. “3 წლის ბიჭუნა შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ. გასინჯვით ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, რეფლექსები შენახულია, თუმცა აღენიშნება ზედაპირული დაზიანება სახის მიდამოში. მიმდინარეობს კვლევები. სანამ კვლევები არ დასრულდება, […]

კოშმარი ბათუმი-ქობულეთის გზაზე – 3 მინივენი დაეჯახა ერთმანეთს, დაიღუპა არაბი ცოლ-ქმარი,13 ადამიანი დაშავდა

13 ივლისს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, 2 მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები არიან. ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი. ბავშვებს […]

ახალციხეში ტოიოტა 2 მანქანას დაეჯახა – 2 ქალი დაშავდა

13 ივლისს ახალციხეში ავარია მოხდა. საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 2 ავტომანქანას დაეჯახა. „ძლიერი ხმაური იყო და გარეთ გამოვედი. როგორ მოხდა, არ ვიცი, მანქანები აღარ გამოდგება. ერთ მანქანას ქართული ნომრებიც არ აქვს, მგონი, დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის […]

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მინივენმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მინივენი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ავტობანზე ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ჩქაროსნულ მაგისტრალზე ფეხით გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ნორიოში ამწე დაგორდა და 8 მანქანას დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. “შემოვილთ გზაზე” ტვირთების ამწე მანქანა დაგორდა და 8 ავტომობილს დაეჯახა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ტვირთების ამწე მანქანა აღმართზე მიდიოდა, როდრსაც სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და დაგორდა. დაგორებული მანქანა მის უკან მიმავალ 8 მანქანას დაეჯახა, მათ შორის იყო ტრაილერი, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი კი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს […]