კატეგორია: შემთხვევა

ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო

ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭს ბანაობისას გული გაუჩერდა. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმთან მოპედი სატვირთოს შეეჯახა – 50 წლის მამაკაცი დაშავდა

ბათუმთან მოპედი სატვირთოს შეეჯახა - 50 წლის მამაკაცი დაშავდა

ბათუმი-მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთმანეთს მოპედი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე წუთი შეზღუდული იყო. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რა […]

ავჭალაში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავჭალაში მსუბუქი ავტომობილი მცირე ზომის სატვირთოს შეეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო. უბედურ შემთხვევას ავტომობილის მგზავრი ქალი ემსხვერპლა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ბავშვი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარებამ ის კლინიკაში გადაიყვანა. ავარიისას დაზიანება მიიღო ერთმა კაცმაც. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაბანში ნეფე-პატარძლის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

გარდაბანში ნეფე-პატარძლის მანქანა ტრაილერს შეეჯახა - 4 ადამიანი დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ნეფე-პატარძალია. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერს თავდაპირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იჯდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, […]

პირველი არხის ჟურნალისტს სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

პირველი არხის ჟურნალისტს სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს. როგორც „მოამბის“ ოპერატორი ყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა. „პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა და მოგვიანებით კი დააკავა“,- ამბობს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა. […]

ვერის ბაღში ლევან ვასაძის მხარდამჭერებსა და უცხოელ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვერის ბაღში ლევან ვასაძის მხარდამჭერებსა და უცხოელ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვერის ბაღში ლევან ვასაძის მხარდამჭერებსა და უცხოელ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვასაძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ფერადკანიანი ტურისტი არაადეკვატურად იქცეოდა. ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

მსახიობი გალინა ხვიჩია ბორჯომში ავარიაში დაიღუპა – „ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და მაშინ დაეჯახა მანქანა”

მსახიობი გალინა ხვიჩია ბორჯომში ავარიაში დაიღუპა - „ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და მაშინ დაეჯახა მანქანა”

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სამ ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს და 2 მცირეწლოვანს, ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს, დილით მოხდა. დაშავებულები ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით 60 წელს გადაცილებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი მცირეწლოვანი კლინიკაში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯეო–ჰოსპიტალსის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის, თქმით, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა რამაც, მისი გარდაცვალება […]

პარლამენტის დეპუტატს წმენდისას იარაღი გაუვარდა – 46 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

პარლამენტის დეპუტატს წმენდისას იარაღი გაუვარდა - 46 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

უმაღლესი რადას დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი კიევში საკუთარ სახლში პისტოლეტის წმენდის დროს დაიღუპა. პისტოლეტი მას ჯილდოს სახით ქონდა მიღებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტიმჩუკი უმაღლეს რადაში 2014 წელს სახალხო ფრონტის სიით აირჩიეს. ის იყო პოლიტიკური და სამხედრო ჟურნალისტი. დეპუტატის ბინაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

ადიგენთან მერსედესი არხში გადავარდა – 2 პირი დაშავდა

ადიგენთან მერსედესი არხში გადავარდა - 2 პირი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანთან. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის გვერდზე, რამდენიმემეტრიან არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი. ერთს გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება, მეორეს კი წარბი აქვს გახეთქილი. ორივე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ გამოკვლევები უტარდებათ. “ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური. ერთს ზედაპირული ექსკორიაციები აღენიშნება, მეორეს უტარდება […]

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის […]