ავჭალაში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

ავჭალაში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა - 1 ქალი დაიღუპაავჭალაში მსუბუქი ავტომობილი მცირე ზომის სატვირთოს შეეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო.

უბედურ შემთხვევას ავტომობილის მგზავრი ქალი ემსხვერპლა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ბავშვი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარებამ ის კლინიკაში გადაიყვანა. ავარიისას დაზიანება მიიღო ერთმა კაცმაც.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.