გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ი.ნ. და ტურისტი, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის […]
კატეგორია: შემთხვევა
მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ქალი გადაარჩინეს
მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც სამაშველო სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა. “შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს,” – ნათქვამია ინფორმაციაში. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ყვარელში მანქანამ 60 წლის მასწავლებელი ქალი გაიტანა და მოკლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის ქალი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ქალი სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა, როდესაც ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა. გარდაცვლილი ქალი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
აფეთქება თბილისში – 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა ჭილაძის 166 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნამ გამოივია. მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „კურიერს“ განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. “აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე […]
ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. რუსთავი 2
ადიგენში მანქანა ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაშავდა
29 მაისს ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ“, – აცხადებენ კლინიკაში. შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის […]
სიღნაღის 2 საბავშვო ბაღში შეკიდული ჭერები ჩამოინგრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ორ საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვი ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი […]
“ღრმაღელის” მეტროსთან საცხობს ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო
ესპანეთში დაღუპული 5 წლის გოგონა საკრებულოს წევრ დავით იშხნელის შვილია
ესპანეთში ზღვაში დაღუპული 5 წლის გოგონა რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. იშხნელი, როგორც ცნობილია, საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ გახდა. დეპუტატის ოჯახი ესპანეთის სანაპიროზე, კერძოდ, ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. 5 წლის ბავშვი სანაპიროზე, საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნიუპოსტი
მაშველები ახლომახლო არ იყვნენ – 5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში დაღუპვის ახალი დეტალები
5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში ზღვაში დახრჩობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა კატალონიის ქალაქ ტარაგონასთან მდებარე ვილასეკში მოხდა. 5 წლის გოგონა ზღვაში გასაბერი რგოლით შევიდა. თავიდან ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდა ქარი, რომელმაც გოგონა 300 მეტრზე გაიტაცა. მამამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ცურვა არ იცოდა […]










