კატეგორია: შემთხვევა

უფლისციხეში 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

უფლისციხეში 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა - ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – […]

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ ნაკრძალის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ უთხრა, ბავშვის ცხედარი იმ კლდის ქვეშ იყო შეტანილი, სადაც ჩანჩქერიდან გადმოსული წყალი გადის. ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა.

“გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა” – ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ

"გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა" - ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ

ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ლაგოდეხის მერმა განუცხადა, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც აგრძელებენ. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოზარდი მდინარეში იმყოფებოდა, როდესაც  სწრაფმა დინებამ გაიტაცა. “ადგილზე ვიყავი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიურო პირობებია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები აქტიურად, შეძლებისდაგვარად […]

ჯარისკაცებმა ალექსანდრე ჯანიაშვილმა, დავით კვიწინაძემ და გიორგი მუსელიანმა 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს – რა მოხდა რუსთავში – ვიდეო

ჯარისკაცებმა ალექსანდრე ჯანიაშვილმა, დავით კვიწინაძემ და გიორგი მუსელიანმა 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს - რა მოხდა რუსთავში - ვიდეო

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, როდესაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა. ხანძართან ერთად იყო ძლიერი […]

ქუთაისთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ქუთაისთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ავარიის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები იმყოფებიან. საპატრულო პოლიცია მომხდარზე მოკვლევას აწარმოებს.

ლაგოდეხში 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა

ლაგოდეხში 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა

ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის […]

ძლიერმა სეტყვამ გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა, მათ შორის, შინდისი და ქვემო ხვითი. სოფლებში ვაშლის ბაღები და ბოსტნეული დაისეტყვა. ასევე, დაზიანდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, პომიდვრის და კომბოსტოს ნერგები. 2020 ნიუსი

“ბავშვი ძირს ეგდო, ქალი კი დასტიროდა…დახმარებას ცდილობდა” – დიდ დიღომში 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

"ბავშვი ძირს ეგდო, ქალი კი დასტიროდა...დახმარებას ცდილობდა" - დიდ დიღომში 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

დიდ დიღომში მომხდარი საზარელი მკვლელობის ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რამდენიმე წუთის წინ, აქ საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას პატარა სახლში მარტო იყო. დედა კი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში იყო ჩასული. “ჯერ ხმა გავიგეთ და შემდეგ კივილი. გავედით გარეთ და ვნახეთ ძირს ბავშვი ეგდო, ქალი კი მას […]

თბილისში სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა – ვიდეო

თბილისში სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა - ვიდეო

ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვინ არიან სუფსაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები

ვინ არიან სუფსაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები

„პრაიმტაიმისთვის“ სუფსაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ორი ძმა და მათი ნათესავი რომელიც ავტომობილს მართავდა, ასევე ერთ-ერთი ძმის მეუღლე, რომელიც ორსულად იყო. მომხდარ ავარიას შემთხვევით შეესწრო ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბატონი ბესო ამბობს, რომ ასეთი კადრები ცხოვრებაში არ უნახავს. „საშინელებაა, სიტყვებით ძნელია რამის გადმოცემა. ამ დილით […]