ქუთაისთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ავარიის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები იმყოფებიან. საპატრულო პოლიცია მომხდარზე მოკვლევას აწარმოებს.