“გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა” – ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ

"გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა" - ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ლაგოდეხის მერმა განუცხადა, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც აგრძელებენ.

ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოზარდი მდინარეში იმყოფებოდა, როდესაც  სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

“ადგილზე ვიყავი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიურო პირობებია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები აქტიურად, შეძლებისდაგვარად აგრძელებენ ძებნას.

ჩვენი ინფორმაცით, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ნინოს ხევის მიმდებარედ, მდინარეში იმყოფებოდნენ და ერთი მათგანი დინებამ გაიტაცა. როგორც ვიცი, ახლა დანარჩენი ახალგაზრდები დაკითხვაზე არიან პოლიციაში”, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.