კატეგორია: შემთხვევა

ქობულეთში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა

ქობულეთში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა - 5 ადამიანი დაშავდა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტები პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის დროს დაშავებულ 4 წლის ბავშვს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა, 14 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა. მედიკოსების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცს ასევე თავის არეში, 35 წლის ქალს კი […]

რუსთავთან ჟიგული ჯებირს შეეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

რუსთავთან ჟიგული ჯებირს შეეჯახა - 5 ადამიანი დაშავდა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. “ჟიგულის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობანის შუა გამყოფ ჯებირს შეეჯახა და გამყოფ ზოლზე 1 მეტრის სიმაღლეზე ავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ინფორუსთავი

თბილისში კოსტავას 75-ში მუშა მე-15 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

თბილისში კოსტავას 75-ში მუშა მე-15 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. 40 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ობიექტზე მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია […]

ჩაქვში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა

ჩაქვში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა

ჩაქვის ხიდიდან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ხიდზე გვერდიდან შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანის გადავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში – დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. რუსთავი 2

ყვარელში 11 თვის ბავშვი ქათმის წვნიანმა მოკლა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს კერძისგან მოწამვლას უკავშირებენ და აცხადებს, რომ ისინი ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცისგან მომზადებული კერძისგან მოიწამლნენ. შემთხვევა 9 მაისს საღამოს მოხდა. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პროდუქტის […]

მეტრო „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს

მეტრო „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს

თბილისის მეტრო კვლავ ხარვეზებით მუშაობს – მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ხარვეზის გამო, ამჯერად მუშაობა საბურთალოს ხაზზე შეფერხდა. „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს. მგზავრებს შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ, რამაც მეტროს პარალიზება გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რუსთავი 2

ავლაბარში ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა

ავლაბარში ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გამთენიისას ავლაბარში, ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი, საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა

„ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელი, ზვიად გელბახიანი და აქტივისტი დათო ლაღიძე  დააკავეს

თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა. სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა. მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.