ავლაბარში ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გამთენიისას ავლაბარში, ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავდა ორი ადამიანი, საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მიმდინარეობს გამოძიება.