ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გამთენიისას ავლაბარში, ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი, საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა
თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა. სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა. მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.
ხაშურთან ქორწილის ოპელი მერსედესს დაეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა
საქორწინო ესკორტის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს ხაშურის შესასვლელში მოხდა. შეჯახების შედეგად, ,,ოპელისა” და ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანებში მყოფი 8 ადამიანი დაშავდა. ისინი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ქართლი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიისას მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა. მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გორში ორ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა
ვალეს საბაჟოზე ავტობუსი დაიწვა – ვიდეო
საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო გამშვებ პუნქტ “ვალესთან”, თურქეთის მხარეს, სამგზავრო ავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევა 8 მაისს, დაახლოებით, 20:00 საათისთვის მოხდა. ავტობუსი საქართველოდანი თურქეთის მიმართულებით მიდიოდა. “სკანერზე გატარების დროს ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, არავინ არ დაშავებულა. ირანული ავტობუსი იყო”, – გვითხრა ფაქტის თვითმხილველმა. სამხრეთის კარიბჭე
ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ტოტალიზატორში, 50 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სკამიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 8 მაისს დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და დაეცა: „სულ გალურჯდა, ისეთი ფერი ჰქონდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ“. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს 50 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი […]
ფულით სავსე ინკასაციის მანქანას ხაშურთან ავარია მოუვიდა
ავარია ახალციხესთან – დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი
ახალციხესთან, სოფელ სხვილისთან ავოტსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მცირეწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია









