ჩაქვში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა

ჩაქვის ხიდიდან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ხიდზე გვერდიდან შევარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანის გადავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.