თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ჯიხურები დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი – 25 მეხანძრე მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ქართული აზრი
კატეგორია: შემთხვევა
ავარია გორის რაიონში – მძიმედ დაშავდა 5 არასრულწლოვანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში. „ნიუპოსტის კორესპონდნეტის ცნობით, შინდისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 5 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპოლუატაციის წესის დარღვავას გულისხმობს […]
სოფელ ატენში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა – მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ატენში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს.
მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა
მეტროსადგურ გოცირიძესთან, ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტროსადგურებმა ცოტა ხნის წინ მუშაობა შეწყვიტეს. მგზავრებს მეტრო ახმეტელის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ვაგონები დააცლევინეს სადგურის მოედანზე მყოფ მგზავრებსაც. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული ხანძარი გახდა მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი. მეტრო გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია – რა საფრთხე ელის მასზე მოძრავ მეტროს […]
რა ხდება ვაგზლის მოედანზე? – თბილისის მეტრო ისევ გაჩერდა
მეტროსადგურებში ისევ შეფერხებაა – რამდენიმე წუთის წინ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. მეტროსადგური „ვაგზლის მოედანი“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც მეტროსადგურის წარმომადგენლებმა მგზავრებს განუცხადეს, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება არის. უკვე რამდენიმე წუთია, პირველ ხაზზე მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი, სადგურის დატოვების მოწოდებაც გაისმა. ამ წუთებში მგზავრები მეტროპოლიტენს ტოვებენ. არსებული ნფორმაციით, პარალიზებულია სადგურის მოედნის […]
“5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, მთელ კორპუსს აწევდა” – გლდანი აფეთქებას გადაურჩა
ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში – დედაქალაქი და მისი მცხოვრებლები კიდევ ერთ ტრაგედიას ამჯერად გლდანში გადაურჩნენ. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და “ყაზტრანსგაზს” შეატყობინეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ბინაში ონკანი ღია იყო და დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი გროვდებოდა. ადგილობრივების თქმით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა. “5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, […]
მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი დღეს სოფელ სალხინოში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილი დაიწვა
ფოთში მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, რომელიც წაიქცა და კაცს დაეცა
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა. “ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი […]










