კატეგორია: შემთხვევა

მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილი დაიწვა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

ფოთში მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, რომელიც წაიქცა და კაცს დაეცა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა. “ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი […]

საბურთალოზე მანქანა აფეთქდა

საბურთალოზე, ფანასკერტელის 13/ა ნომერში, მანქანა დაიწვა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო, პატრული, სახანძრო სამსახურები. ადგილზე პარკირებული ავტომობილი იწვოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ევაკუაცია “ევექსიში” – რა მოხდა კლინიკაში

თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსიკის” კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სასამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება კლინიკის მედპერსონალისგან შევიდა. მათ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც მხოლოდ ექიმები და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ გაზის სუნი იგრძნეს. ევაკუაცია არ შეხებია პაციენტებს. ადგილზე მივიდა როგორც სამაშველო, ასევე ქიმიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების პრევენციის ჯგუფი. სპეციალისტები ამ დროისთვის მუშაობას უკვე ასრულებენ. მათი […]

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 უცხოელი არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, პაციენტები უცხოელები, სავარუდოდ უკრაინელები არიან. მათ სამედიცინო პერსონალი შესაბამის პროცედურებს უტარებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ინტქოსიკაცია და რა მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოში.

ბათუმში ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა

ხანძარი ბათუმში – ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩის პირველ ნომერში, ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლის სახურავის 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდირება უკვე შეძლეს. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლში 8 ოჯახი […]

უბედური შემთხვევა ქუთაისში – საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქუთაისში. საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში მერსედესი აფეთქდა – 3 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს “მერსედესის” მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “ინფო რუსთავთან” საუბარში თვითმხილველები ყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელი აანთო, რის შედეგადაც ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ, მათ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის […]

16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძე ავარიაში დაიღუპა – “14-15 წლის 4 ახალგაზრდა მო­წყდა 200 კმ/სთ-ით… ნი­კუ­შა უკან იჯდა და დაიღუპა”

15 აპრილს ღამით თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას 16 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძეა. იგი “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის […]

ხობში მერსედესი ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, შედეგად „ჰონდას“ ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. „შემთხვევის ადგილზე მისულებს ერთი მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. მეორე მძღოლს კი დახმარება ადგილზე გაეწია. სტაციონარში მისი გადაყვანა არ გახდა საჭირო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში. შემთხვევის […]