მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილი დაიწვა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა მოასწრო.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.