ათობით ადამიანი ცოტა ხნის წინ, სიკვდილს შემთხევით გადაურჩა. შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე მოხდა. მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსის მძღოლს, მუხრუჭებმა უმტყუნა და იქვე მდებარე ბორცვს დაეჯახა. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/331971704336140/
კატეგორია: შემთხვევა
ზუგდიდში 58 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა
“პალატაში იწვა და მოულოდნელად სახურავზე ავიდა” – რუსთავში 16 წლის გოგომ თავის მოკვლა სცადა – ვიდეო
სუიციდის მცდელობა რუსთავში – 16 წლის გოგონაm, რომელიც კლინიკაში მკურნალობას გადიოდა, მოულოდნელად პალატა დატოვა სახურავზე ავიდა და გადმოხტომა დააპირა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. კლინიკაში იმყოფებოდა გოგონას დაც, სწორედ მას ჰქონდა პირველი კომუნიკაცია არასრულწლოვანთან. მოგვიანებით სახურავზე ავიდნენ კლინიკის დაცვის სამსახურის და პატრულის თანამშრომლები სერგო ნადირაძე და გელა თიბიაშვილი, მათ გადააფიქრებინეს გოგონას […]
ოზურგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო
ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. ამ დროისთვის,დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის […]
თბილისში არტურ პეტროსიანს ეძებენ
თბილისში 27 წლის მამაკაცს უკვე 6 დღეა ეძებენ. არტურ პეტროსიანი სახლიდან 3 აპრილს გავიდა. ოჯახი ვაზისუბანში ცხოვრობს, დედის განცხადებით ახალგაზრდას ტანთ ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. პეტროსიანის მეგობარი ფეისბუქში წერს: “სახლიდან გავიდა სამ აპრილს და არ დაბრუნებულა არტურ პეტროსიანი. თუ გაქვთ ინფორმაცია ან დაინახეთ, უმორჩილესად გთხოვთ, შეგვატყობინოთ შემდეგ ნომერზე: 599 644 […]
მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა
მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართლდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
გორის რაიონში 1 თვის ჩვილი გარდაიცვალა
გორის რაიონში 1 თვის ჩვილი გარდაცვალა. „ნიუპოსტის“ ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, სოფელ სობისში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა. როგორც “ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
“ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატავად …” – საქანელადან გადმოვარდნილი ბავშვი გიორგი ბოლქვაძეა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ სკოლის დირექტორმა ხათუნა აფხაზავამ დაწერა. მისი თქმით, ბავშვი მეოთხე კლასის მოსწავლე იყო. “თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს…სიტყვები …ემოციები…. ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატავად …ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე. გაუფრთხილდით შვილებს, გაუფრთხილდით მოსწავლეებს…გაუფრთხილდეთ ერთმანეთს…”- წერს აფხაზავა. ბიჭუნა ეზოში თამაშობდა, როდესაც ის საქანელიდან გადმოვარდა და […]
ლანჩხუთში ცხრა წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა
ავარია აღმაშენებლის ხეივანში – 2 ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.









