ავარია აღმაშენებლის ხეივანში – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია აღმაშენებლის ხეივანში - 2 ადამიანი დაშავდათბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.