ხაშურთან, ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, მატარებელი ერთ საათზე მეტია გაჩერებულია. როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-7 წლამდე.
კატეგორია: შემთხვევა
“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. 27 წლის ახალგაზრდას მაშველები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა, რადგან არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა თუ როგორ გადახტა ის მდინარეში. სწორედ აღნიშნულმა თვითმხილველმა შეატყობინა შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ. ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ნიუპოსტი
ჩაქვში მანქანა 11 წლის ბავშვს დაეჯახა
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ელბაქიძის აღმართზე სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა
თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა, როდესაც მანქანა დაგორდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც […]
გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა
რუსთავში 16 წლის გოგონა შეყვარებულის გამო მე-4 სართულიდან გადმოხტა – ვიდეო
სუიციდის მცდელობა იყო რუსთავში, XX მიკრორაიონში. 16 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მძიმე მდგომარეობაში ნახეს, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით გოგონას შეყვარებული ჰყავდა. ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა რის შემდეგაც დეპრესია ჰქონდა, ამ ინფორმაციას გოგონას მეგობრები პირად საუბრებში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონამ სუიციდი სცადა და […]
”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა
რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლს“ ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებული იქნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ერთი […]
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა
თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და შემთხვევაც ამის შედეგად მოხდა. ტაქსის მძღოლი ამოიყვანეს ხევიდან, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი










