“პალატაში იწვა და მოულოდნელად სახურავზე ავიდა” – რუსთავში 16 წლის გოგომ თავის მოკვლა სცადა – ვიდეო

"პალატაში იწვა და მოულოდნელად სახურავზე ავიდა" - რუსთავში 16 წლის გოგომ თავის მოკვლა სცადა - ვიდეოსუიციდის მცდელობა რუსთავში – 16 წლის გოგონაm, რომელიც კლინიკაში მკურნალობას გადიოდა, მოულოდნელად პალატა დატოვა სახურავზე ავიდა და გადმოხტომა დააპირა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

კლინიკაში იმყოფებოდა გოგონას დაც, სწორედ მას ჰქონდა პირველი კომუნიკაცია არასრულწლოვანთან. მოგვიანებით სახურავზე ავიდნენ კლინიკის დაცვის სამსახურის და პატრულის თანამშრომლები სერგო ნადირაძე და გელა თიბიაშვილი, მათ გადააფიქრებინეს გოგონას სუიციდი და დაბლა ჩამოიყვანეს.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.