ბათუმთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
პარლამენტთან ”მიცუბიშის” საქარე მინა ჩაუმტვრიეს
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მდგარ “მიცუბიშის” მარკის ავტომობილს საქარე მინა დაუზიანდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო პoლიცია და ექსპერტთა ჯგუფი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმონს
მარტვილში მამათა მონასტერი იწვის – ვიდეო
მარტვილში მამათა მონასტერი იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.დამწვარია 200კვ.მ ფართი, ცეცხლი კელიაში გაჩნდა. სავარაუდოდ, სანთლიდან ხის კედელს გადაედო. https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2319090365042624/ ნიუსრეპორტი
ბათუმში წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ გაქურდეს
ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. ბოროტმოქმედებს წიგნები არ წაუღიათ. მათ მაღაზიიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს, რომლის რაოდენობაც ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. ბოლო პერიოდში ბათუმში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა სწორედ არასრულწლოვნებს უკავშირდება. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. „კარს მინა ჰქონდა გატეხილი […]
ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 5 ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]
თელავში მშენებარე კედელი ჩამოინგრა – 3 მუშა დაშავდა
თბილისი-რუსთავის გზაზე მანქანა ბორდიურზე ავარდა – 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა
გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა გოგო უგონო მდგომარეობაში ოჯახის ახლობლებმა ნახა, წინასწარი ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. […]










