გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა

გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადაგორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ახალგაზრდა გოგო უგონო მდგომარეობაში ოჯახის ახლობლებმა ნახა, წინასწარი ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით მედიკამენტები ჰქონდა მიღებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

როგორც “Qartli.ge”-სთან აღნიშნავენ, ამის მიზეზი მართვითი სუნთქვის აპარატის არასაკმარისი რაოდენობა გახდა. ჰოსპიტალის წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან ინტოქსიკაცია დაუდგენელი ნივთიერებისგან მიიღო.

,,მიუხედავად ამისა, გოგონას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი არ გვქონდა და თბილისში მოხდა მისი გადაყვანა”- აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.