ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 5 ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 5 ადამიანი დაშავდაბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო.