სურამთან მანქანა დაიწვა

სურამთან მანქანა დაიწვათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, სურამის კვანძთან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ლითონის ზღუდარს გადაახტა, გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პრაიმ ტაიმი