26 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ჩაქვში, გვირაბთან ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად განსაკუთრებით ეს უკანასკნელი დაზიანდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კერძოდ, გვირაბის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი […]
კატეგორია: შემთხვევა
გაგარინის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაგარინის ქუჩაზე დაღუპული ქალი ირანის მოქალაქეა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაჩნდა. „ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც მაცხოვრებლების ევაკუაცია სახანძრო კიბით განახორციელეს გამომდინარე იქიდან, რომ კორპუსში იყო ძლიერი დაკვამლიანება. კორპუსის მეშვიდე სართულზე ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი, რომელიც […]
ჩხოროწყუში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – დაიღუპა 35 წლის მამაკაცი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ზემო ალვანში 71 წლის მამაკაცი დანის გამათბობელზე დაეცა და დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში უბედური შემთხვევა მოხდა. 71 წლის მამაკაცი სახლთან მდებარე ჯიხურში დენის გამათბობელზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. სხეულზე მიყენებული დამწვრობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადურებას ჩადენილს ცეცხლთან […]
ზუგდიდში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – ქალს ბავშვი ეჭირა და წითელზე გადადიოდა
ზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებოდათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა და წითელზე გადადიოდა. როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]
გაგარინის აღმართზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა
სამტრედიაში სახლი აფეთქდა – 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის” სამტრედიის წარმომადგენლობა. […]
გორში ძლიერმა ქარმა სახურავი ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობას გადახადა
გორში, სამეფოს ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახურავი ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობას გადახადა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები ცხოვრობენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის ტანამსრომლები მუშაობენ.
ზუგდიდში მანქანამ ქალი გაიტანა – მძღოლი პოლიციას ჩაბარდა
ზუგდიდში ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ის გზაზე გადადიოდა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მძღოლი კი პოლიციას ჩაბარდა. მისი ინფორმაციით, გზაზე ცუდი ხილვადობა იყო, რასაც ხელი შუწყო წვიმამ და საპირისპირო მხრიდან მოძრავმა ავტომობილმაც. ამის გამო მან ქვეითი ვერ შეამჩნია. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის […]
კარფურთან ხე წაიქცა და 4 მანქანას დაეცა
ისნის რაიონში, „კარფურთან“ ხის წაქცევის შედეგად ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ძლიერმა ქარმა „კარფურის“ ეზოში ხე მოგლიჯა, რომელიც ოთხ ავტომანქანას დაეცა. ადილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია წაქცეული ხისგან გაასუფთავეს.










