ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეჯახა - დაშავდა 2 ადამიანი26 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ჩაქვში, გვირაბთან ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად განსაკუთრებით ეს უკანასკნელი დაზიანდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კერძოდ, გვირაბის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ჩაქვში გვირების მონაკვეთზე არ გადაადგილდნენ და შემოვლითი გზით ისარგებლონ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ.