კატეგორია: შემთხვევა

ავარია თბილისში – ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ავარია მოხდა თბილისში. ცოტა ხნის წინ მოსკოვის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ადგილზე მობილიზებული საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა – პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა

რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ბაზრის ტუალეტში ახალშობილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ბაზრის თანამშრომლების თქმით, ტუალეტის კაბინაში შესული ქალი დიდი ხანი გარეთ არ გამოდიოდა, კითხვაზე ცუდად ხომ არ იყო, ქალი პასუხობდა რომ მუცლის ტკივილი აწუხებდა. საკმაო ხნის შემდეგ ქალი ტუალეტიდან გამოვიდა და სახელს ხელებით იფარავდა, ბაზრის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, რატო იყო […]

თიანეთში პოლიციელ ლერი მათურელს მანქანა დაეჯახა და მოკლა – მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა

საზარელი ავარია თიანეთში – შემთხვევის შედეგად, 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი გარდაიცვალა. შემთხვევა ხევსურეთსოფელში იმ დროს მოხდა, როდესაც მათურელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და გზად გაჩერებულ ავტომობილს ამოწმებდა. ამ დროს ახალგაზრდა პოლიციელს დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი დაეჯახა, სამართალდამცავი ადგილზე გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების […]

რუსმა ოკუპანტებმა 55 წლის გულადი ხუბუა გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ შამგონადან 55 წლის გულადი ხუბუა გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, მაშინ მოხდა, როცა ხუბუა, საოკუპაციო ხაზის მიმდებადედ, მისივე დარგულ ხეებს ათვალიერებდა.”ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ოჯახი ხელიუსფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ხანძარი ვაკის პარკთან – დაიღუპა 100 წლის ომის ვეტერანი

ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულის ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც 1918 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი  ცხოვრობდა. მოხუცებული, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა. მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისში მოსწავლემ შეყვარებულთან კამათის გამო წნევის დამწევი წამალი დალია

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 15 წლის გოგომ წნევის დამწევი წამალი დალია. როგორც “ნიუპოსტისთვის” ცნობილი გახდა, გოგონას შეყვარებულმა შეტყობინება მიწერა, სადაც დაშორების შესახებ ამცნო. არასრულწლოვანმა მომხდარის შემდეგ, ახლობლებლებს უთხრა, რომ 10 აბი წნევის დამწევი წამალი დალია თუმცა, როგორც აღმოჩნდა ერთი აბი ჰქონდა დალეული. არასრულწლოვანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან […]

ზედა ეწერთან ემელის ჯიპი სატვირთოს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ზედა ეწერთან სატვირთო ავტომობილი და ემელის მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

“შენთან ერთად მოგვკალი დღეს…” – ვინ არის გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილი არიან 19 წლის დიმიტრი დარბაიძე და 20 წლის ანი ჯაფარიძე, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი გოგონა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის […]

კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთი გარდაცვლილი გორელი დიმიტრი დარბაიძეა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. დაღუპულია 19 და 20 წლის ახალგაზრდები გოგო და ბიჭი, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ერთ-ერთი გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძეა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში […]

თბილისში ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – რა მოხდა კნოლევის ქუჩაზე

თბილისში სავარაუდოდ СO-ს დაგროვების შედეგად, 2 ახალგაზრდა დაიღუპა. უბედური შემთხვევა კნოლევის ქუჩაზე მოხდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, სავარაუდოდ, ნაქირავები იყო. როგორც “ყაზტრანსგაზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული იყო ღია წვის კამერიანი გამათბობელი. ასევე მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვემრიცხველი. “ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამ სანთურიანი […]