კარფურთან ხე წაიქცა და 4 მანქანას დაეცა

კარფურთან ხე წაიქცა და 4 მანქანას დაეცაისნის რაიონში, „კარფურთან“ ხის წაქცევის შედეგად ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ძლიერმა ქარმა „კარფურის“ ეზოში ხე მოგლიჯა, რომელიც ოთხ ავტომანქანას დაეცა.

ადილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია წაქცეული ხისგან გაასუფთავეს.