კატეგორია: შემთხვევა

“მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები…” – ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები

"მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები..." - ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპულები იმავე ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკში” მუშებად მუშაობდნენ. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ძმები და მამა-შვილი. ისინი ბინაში ქირით ცხოვრობდნენ. შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, […]

“კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა” – “ყაზტრანსგაზი”

"კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა" - "ყაზტრანსგაზი"

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში ნაპოვნია გარდაცვლილი. “წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის […]

თბილისში გაზის გაჟონვით 7 ადამიანი გარდაიცვალა – საშინელი ტრაგედია ქეთევან წამებულის 67 ნომერში

თბილისში გაზის გაჟონვით 7 ადამიანი გარდაიცვალა - საშინელი ტრაგედია ქეთევან წამებულის 67 ნომერში

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. “კურიერის” ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.

გორში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში, მეგობართან იპოვეს

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ქვეითად მოძრავ 33 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. “ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დაშავებული მამაკაცი „გორმედში“ გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ნიუპოსტი

უბედური შემთხვევა მესტიაში – რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მესტიის სოფელ ბარჯასთან, ერთ-ერთ რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია და მესტიიდან ხის მასალა მოჰქონდა. ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სასმელის ზედოზირებით გულის შეტევა დაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ

რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ

თითქმის 6 საათია, რაც მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის პოვნას 20-მდე მაშველი ცდილობს. როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე რიონში მიმდინარე სამძებრო  სამაუშაოებში დამატებითი ძალები აჭარიდანაც ჩაერთვნენ. შეგახსენებეთ, რომ ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან,  მდინარე რიონში  16 წლის ბიჭი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი  მოაჯირზე იყო ასული, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში  ჩავარდა.

მტკვარში მამაკაცი გადახტა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. “მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს […]

სიღნაღში მანქანა 30 წლის ქალს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი 30 წლის ქალს დაეჯახა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

საბერძნეთში მარინა საკანდელიძე დაიღუპა – მას მოტოციკლი დაეჯახა

საბერძნეთში მარინა საკანდელიძე დაიღუპა - მას მოტოციკლი დაეჯახა

საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარინა საკანდელიძე გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე ქართველ ემიგრანტს, როგორც ახლობლები იტყობინებიან, მოტოციკლეტი დაეჯახა რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. პრაიმ ტაიმი

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

ტორონტოში, კომპანია Hudson’s Bay-ის ქართველი თანამშრომელი მაცა ბელიშვილი მისმა თანამშრომელმა მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადურმა ტელევიზიამ CTV News-მა გაავრცელა და მას ვტრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა. გამოძიების თანახმად, Hudson’s Bay-ს თანამშრომელი კონიკა იანგი ქართველ ქალს, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა – მას სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. […]