უბედური შემთხვევა მესტიაში – რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მესტიაში - რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალამესტიის სოფელ ბარჯასთან, ერთ-ერთ რესტორანში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია და მესტიიდან ხის მასალა მოჰქონდა. ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სასმელის ზედოზირებით გულის შეტევა დაემართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.