ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა ქუთაისთან ახლოს. უბედური შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ე.წ. მუხნარის ტყეში გზაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ერთი მძღოლი დაიღუპა. მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში მანქანა ამობრუნდა
ავარია ნუცუბიძეზე – დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ინდოელია
11 იანვარს ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 4 ადამიანი. დაშავებულთა შორის 2 ინდოეთის მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წუხელ რუსთავში 22 წლის ქალი მე-3 სართულიდან გადავარდა
22 წლის გოგო საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა რუსთავში VII მიკრო-რაიონში გვიან ღამით მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც დაბლა გადავარდა და პირველ სართულზე არსებულ მიშენებაზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟერბი. დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ […]
ქუთაისში წერეთელზე ხანძარში 50 წლის მამაკაცი დაიწვა
ქუთაისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ხანძარი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მუშაობდნენ.
ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა, რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა. მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ. როგორც დაშავებულის მკურნალი ექიმი ამბობს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა […]
თბილისი მოლში ევაკუაცია განხორციელდა – შენობაში მანქანა დაიწვა
“ელიტ-ელექტრონიქსის” სამტრედიის მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა – დაშავდა 22 წლის მამაკაცი
სამტრედიაში, “ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში სატვირთო ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 22 წლის თანამშრომელი ბიჭი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ნიუპოსტი
“სასწრაფოს მძღოლს ჩაეძინა” – რა მოხდა ვაკეში
დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა. დაშავებული სამი პირი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენები ქირურგიის ეროვნული ცენტრში, რეგიონალურ ჰოსპიტალში და ჰელსი ჯორჯიაში არიან მოთავსებული. დაშავებულებს ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ასევე ორ პირს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულია 9 […]
ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა – ვიდეო
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და აქსის თაუერის მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ფარდულს შეეჯახა. დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს. […]










