ავარია ნუცუბიძეზე – დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ინდოელია

ავარია ნუცუბიძეზე - დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ინდოელია11 იანვარს ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დაშავებულია 4 ადამიანი. დაშავებულთა შორის 2 ინდოეთის მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.