კატეგორია: შემთხვევა

მელიქიშვილზე 51-ე სკოლასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა - აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51-ე სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს. ,,პირველის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიამეილი

ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თბილისში, ზანდუკელის ქ. #21-ში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ცხოვრობდა, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან მისი ნათესავები, მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის […]

თბილისში სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37.000 დოლარი იპოვა

თბილისში სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37.000 დოლარი იპოვა

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ დედაქალაქში სეირნობისას არც მეტი არც ნაკლები 37 ათასი დოლარი იპოვა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი კარინა ბ. (გოგონამ გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) 28 ნოემბერს უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, შენიშნა ლამაზი ხე და ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. “რომ მივუახლოვდი, მიწაზე თეთრი შეკვრა დავინახე, მასში რაღაცა იყო შეხვეული და არანაირად არ ველოდი, რომ […]

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

“ბათუმელების” ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავს ერთი ბორბალი დაეშვა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მგზავრმა უთხრა, რომელიც თავად იმყოფებოდა თვითმფრინავში. მისი თქმით, დასაფრენ ზოლზე დაშვება ავარიული არ ყოფილა. აეროპორტში იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აეროპორტში უსაფრთხოების გამო იმყოფებოდნენ და ეს არ ყოფილა განსაკუთრებული ინციდენტი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. ნიუპოსტი

დიღომში 2 სართულიან მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა – 40 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

დიღომში 2 სართულიან მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა - 40 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში, სოფელი დიღომში, შერმადინის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია მშენებარე ორსართულიანი სახლის კედლები. ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ექიმმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა, მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში მეორე და მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა აღენიშნება. „რეანიმაციის განყოფილებაში შემოვიდა 40 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს მეორე და მესამე ხარისხის თერმული დამწვრობა, […]

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ ჩამოაქვთ

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ ჩამოაქვთ

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ ჩამოაქვთ. “გაცნობებთ რომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო, ავიაკონპანია ვიზეარის საჰაერო ხომალდებიდან, რომლებმაც შეასრულა დორტმუნდისა და ბერლინის ავიარეისები, ვერ ხერხდება ბარგის გადმოტვირთვა. მგზავრებს რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში, ბარგი მიეწოდებათ სასურველ მისამართზე” – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენაკში მამაკაცს სახურავი დაეცა, აბაშაში ქარმა ხეები წააქცია – რა ხდება სამეგრელოში

სენაკში მამაკაცს სახურავი დაეცა, აბაშაში ქარმა ხეები წააქცია - რა ხდება სამეგრელოში

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავის ნაწილი დაეცა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინფორმაციით. ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. საუბარია აბაშის პირველ საჯარო სკოლაზე და […]

შეწყვეტილი მაუწყებლობა და ევაკუირებული თანამშრომლები – აჭარის ტელევიზიაში ხანძარია

შეწყვეტილი მაუწყებლობა და ევაკუირებული თანამშრომლები - აჭარის ტელევიზიაში ხანძარია

აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებლობა ავრცელებს. “12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რამდენიმე წუთში მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს. ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან […]

მელიქიშვილზე კორპუსის მშენებლობიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

მელიქიშვილზე კორპუსის მშენებლობიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს. მამაკაცს ამ წუთებში ექიმი სინჯავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.