აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებლობა ავრცელებს. “12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რამდენიმე წუთში მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს. ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან […]
კატეგორია: შემთხვევა
მელიქიშვილზე კორპუსის მშენებლობიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა – მისი მდგომარეობა მძიმეა
მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს. მამაკაცს ამ წუთებში ექიმი სინჯავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კისისხევში ოპელმა ქვეითი გაიტანა და მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]
მამა-შვილი მოტოციკლით ლაგოდეხში ფორდ ტრანზიტს შეასკდა – შვილი დაიღუპა
ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ზესტაფონი-ქუთაისის ავტობანზე მერსედესის მინივენი ამობრუნდა
“ბავშვს კრუნჩხვები დაემართა, მამა ქუჩაში გამოვარდა…” – დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს – ვიდეო
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურის ფონზე, კრუნჩხვები განუვითარდა. ბავშვის მამა მეგობრობის გამზირზე, ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, ფაქტს სამართალდამცველები შეესწრნენ. პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მცირეწლოვანი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონას დროულად გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც […]
მარნეულში მატარებელი მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – საავადმყოფოში მიყვანისას. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე […]
მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და იგი არ შეცვლილა. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე […]
ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა – დაიღუპა მამაკაცი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.








