მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს.
მამაკაცს ამ წუთებში ექიმი სინჯავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.