თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]
კატეგორია: შემთხვევა
მამა-შვილი მოტოციკლით ლაგოდეხში ფორდ ტრანზიტს შეასკდა – შვილი დაიღუპა
ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ზესტაფონი-ქუთაისის ავტობანზე მერსედესის მინივენი ამობრუნდა
“ბავშვს კრუნჩხვები დაემართა, მამა ქუჩაში გამოვარდა…” – დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს – ვიდეო
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურის ფონზე, კრუნჩხვები განუვითარდა. ბავშვის მამა მეგობრობის გამზირზე, ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, ფაქტს სამართალდამცველები შეესწრნენ. პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მცირეწლოვანი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონას დროულად გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც […]
მარნეულში მატარებელი მანქანას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – საავადმყოფოში მიყვანისას. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე […]
მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და იგი არ შეცვლილა. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე […]
ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა – დაიღუპა მამაკაცი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხეთაში ხანძრისას კიდევ ერთი დაშავებული, 66 წლის ქალი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ხანძრისას კიდევ ერთი დაშავებული, 66 წლის ქალი გარდაიცვალა. მანამდე კი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვნიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლში […]
ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოასვენეს
ბაღდათის რაიონის სოფელი ოფჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში […]
ბაღდათში მამაკაცი ჭაში ჩავარდა – 3 საათია, ის ვერ ამოჰყავთ
ბაღდათში, სოფელ ობჩაში ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცი ჭას წმენდდა, რომლის დროსაც კედლები ჩამოიშალა და 45 წლამდე მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოყვა. სამაშველო ოპერაცია სამ საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. როგორც “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იუწყება, სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს. მისი ინფორმაციით, ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]








