ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა – დაიღუპა მამაკაცი

ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - დაიღუპა მამაკაცივანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.