მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა

მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და იგი არ შეცვლილა. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე ხეს შეეჯახა. იგი საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა.