ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისსი, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
აფეთქება გუშინ მოხდა, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.
წინასწარი ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი ღუმელის აალებამ გამოიწვია, რის შემდეგაც სავარაუდოდ სახლში შენახული საწვავი აფეთქდა.
ნიუპოსტი