ქუთაისიდან თბილისში მომავალმა მატარებელმა მამაკაცი გაიტანა და მოკლა

ქუთაისიდან თბილისში მომავალმა მატარებელმა მამაკაცი გაიტანა და მოკლაგომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. „საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ შემთხვევა დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა.
„დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275 მუხლის მესანაწილით დაიწყო.